გრანტის ნომერი: GNSF/ST08/5-429
სათაური: ქვემო ქართლისა და ჯავახეთის ბუნებრივ-ტურისტული პოტენციალი: შეფასება და გამოყენების პერსპექტივები
დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღი: 01.03.2009-01.03.2012
პროექტის ხელმძღვანელი: მერაბ გონგაძე
ძირითადი პერსონალი: მერაბ გონგაძე, გიორგი ლომინაძე, გიორგი ხომერიკი, ვაჟა ნეიძე, მზია თუთბერიძე, ნინო ჩიხრაძე
ანოტაცია
პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ საქართველოს:
- ბუნების ტურისტული ობიექტების შერჩევა, აღწერა, შეფასება და მათი გამოყენების პერსპექტივების დადგენა;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევა, აღწერა და ტურისტულ საქმიანობაში გამოყენების პერსპექტივების დადგენა;
- ტურისტული პოტენციალის შეფასება, რაიონული სტრუქტურის დადგენა;
- ტურისტული პოტენციალის ობიექტების მონაცემთა ბაზის შედგენა;
- ტურისტული პოტენციალის დარაიონება და კარტოგრაფიული მოდელის შედგენა;
- ტურისტული გზამკვლევების შექმნა;
- ადგილობრივი მმართველობისათვის სარეკომენდაციო მასალების წარდგენა, რომლებიც ასახავენ გარემოს გონივრული, ეფექტური და უსაფრთხო სარგებლობის გზებს.
- გამოკვლევათა შედეგების საფუძვლზე რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის მეცნიერული საფუძვლების შექმნა.